პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განხილვის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარეს და მინისტრობის კანდიიდატებს მიმართა.გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში საპოლიციო რეჟიმი მიუღებელია.
“რაც ამ ორი დღის განმავლობაში საპოლიციო რეჟიმი მოქმედებდა პარლამენტში ეს არის მიუღებელი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მართონ ქვეყანა იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ რომ რამდენიმე აქტივისტის პროტესტი მოისმინონ. ამის მიუხედევად 2 დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვის გაცემა, რომ შემომეშვა პარლამენტში ადამიანები, ამას ქვია პოლიციური რეჟიმი. ეს დემოკრატია არ არის. არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება დაც მთავრობის დამტკიცებას. შეიარაღებული ძალების გარემოცვით ხდებოდეს ეს დაუშვებელია. პარლამენტში შემოსვლა ყველას შეუძლია და ნუ შეგვზღუდავთ ჩვენი მოვალეობის შესრულებაში. ეს ქმნის ქვეყანაში პრობლემებს და კანონის უზენაესობას ეს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ” – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
