საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა.

მათი თქმით, გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია და ის კრემლის დავალებებს შეასრულებს.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია .

დღეს მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის ყველა შესასვლელთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას გეგმავენ.