რუსეთში ხელისუფლების სხვადასხვა ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ქვეყნის 85-ვე რეგიონში მიმდინაროებს. მათ შორის 16-ში მოსახლეობა რეგიონის გუბერნატორებს ირჩევს.
საზოგადოების ძირითადი ყურადღება მოსკოვისა და პეტერბურგისკენ არის მიმართული.
მოსკოვში ქალაქის დუმის არჩევნები იმართება, სადაც ოპოზიცია ფაქტიურად არ არის დაშვებული, რამაც ქალაქში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.
რაც შეეხება სანკტ-პეტერბურგს, აქ გუბერნატორის არჩევნები ტარდება. თუმცა სახელისუფლებო კანდიდატს ალექსანდრ ბეგლოვს გამარჯვება არ გაუჭირდება, რადგან მისმა ძირითადმა კანდიდატმა კომუნისტმა, რეჟისორმა ვლადიმერ ბორტკომ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ეს მან პირდაპირ ეთერში ტელედებატებისას გააკეთა.
“მე ვაპირებდი ფეხბურთი მეთამაშა და არა “დურაჩკა”. – განაცხადა მან.