საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ცხვრები მიიყვანეს. ფოტოები აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„მიგვაჩნია, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები რაიმე გადაწყვეტილებას აძლევენ ხმას, არ აქვთ შეწინააღმდეგების უნარი. აქედან გამომდინბარე, ისინი გვანან ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსი მწყემსავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებით, ეს ცხვრები არაფერს აშავებენ, თუნდაც ახლა, როდესაც არიან შიგნით და გიორგი გახარიას გაპრემიერებას მხარს უჭერენ“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ გეგუჩაძემ.