„ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება“- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე IRI-ისკვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის თვალში მარცხდება.

„ შეუძლებელია, რომ იმ უსამართლობას და ძალადობას, რომელიც ქვეყანაშია არ მოეტანა ეს შედეგი ხელისუფლებისთვის. ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება. ხალხი გამოფხიზლდა, სამ ოპოზიციურ პარტიას ჩვენი ჩათვლით, აქვს უფრო მეტი რეიტინგი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც სერიოზულ განცხადებას აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად. ხელისუფლება, რომ მარცხდება ხალხის თვალში ადასტურებს ამ გამოკითხვის სხვა შედგები. არავინ ენდობა მთავრობას, პრემიერ–მინისტრის აპარატს და პარლამენტის შენობაში მოკალათებულ დეპუტატებს და რაც ყველაზე სავალალოა, არავინ ენდობა სასამართლოს, როგორც წინა გამოკითხვით, ახლაც სასამართლო არის ბოლო ადგილზე და ის არის მართული ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი: გურიის მოამბე