გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის ყველაზე იდუმალი მონაწილე

ანა ლენორმანი – ბიზნეს ლედი 2018 – ის  განსაკუთრებული, იდუმალებით მოსილი მონაწილე. ყველასათვის ცნობილი პარაფსიქოლოგი და ზებუნებრივი ნიჭით დაჯიდოვებული, დიდი ცხრიანის წევრი ქალბატონი, ჭეშმარიტი ვარსკვლავთმრიცხველი.  TVM NEWS-ის ჟუნალისტი მას სახლში ეწვია და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა

-ქალბატონო ანა თქვენს პერსონას განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება, თუმცა ჩვენი პროექტის სტანდარტებიდან გამომდინარე მაინც უნდა გთხოვოთ, გაეცანით საზოგადოებას.

-გახლავართ ანა ლენორმანი, 45 წელია ვემსახურები ჩემს ხალხს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვარ პარაფსიქოლოგი, ვარსკვლავთმრიცხველი და არა უბრალოდ ასტროლოგი. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები ამ საქმიანობას, თუმცა ყველა სფერო ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ ჩემი უმთავრესი მისია არის პარაფსიქოლოგია და ჩემი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა. მაქვს ნაწინასწარმეტყველები 25-წლიანი პერიოდი, შევარდნაძის მოსვლა, სანაიას სიკვდილი, სააკაშვილის გაცილება ცოცხებით. ოლიგარქი ბიზნესმენის მოსვლას რაც მოყვებოდა. ანუ როგორ მოვიდოდა პოლიტიკაში და როგორც წავა კიდევაც. 2025 წლამდე მაქვს გამოქვეყნებული ჩემი წინასწარმეტყველებები და ყოველ წელიწადს ვაქვეყნებ ჩემს წინა საწინასწრმეტყველო დოქტრინებს, რომ საზოგადოებას დავანახო, თუ როგორ სიტყვა სიტყვით სრულდება ჩემი ხედვები. ჩემი მუშაობა არის მეტაფიზიკის, ქიმიური და მეცნიერულ კვლევებთანაც დაკავშირებული. პარანორმალური მოვლენები, ანუ ეთი სამყაროდან მეორეში გადასვლით ვხედავ მე თუ რა უნდა მოხდეს. ვადგენ სპეციფიურ რუქას, არა ისეთს როგორც ჩვენი ცნობილი ასტროლოგები აკეთებენ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები, რა ფერი უნდა ჩაიცვა, როგორ უნდა იმოქმედო ყოველდღიურად, რა მისიით მოვიდა კონკრეტული პიროვნება, რა უნდა შეასრულოს ადამიანმა ამ ცხოვრებაში, აბსოლუტურა ეს ყველაფერი დგინდება ჩემს ინდივიდუალურ დიაგნოზებში (ორდღიანი დიაგნოზი), უნდა დადგინდეს ზუსტი მიმართულება, როდის იხსნება სამყაროს კარი ჩვენთვის. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ასტროლოგების პროგნოზს ნეგატიურ და პოზიტიური დღეების დადგენაში, როდესაც ისინი გვარწმუნებენ, რომ მასშტაბურად ესა, თუ ის დღე იქნება ნეგატიური და ამიტომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოების ზომბირება და შეცდომაში შეყვანის მცდელობა უფროა, ვიდრე კეთილი რჩევა,რადგან შეიძლება სწორედ ამ დღეს მივაღწიოთ უდიდეს წარმატებას. თუ დღეს პოზიტიური სიტყვებით და ქმედებებით დავიწყებთ შეუძლებელია ის დღე გვექცეს ნეგატიურად, ამის დადგენა შეუძლებელია თუ კონკრეტულად რომელი დღე და საათი თვის მანძილზე იქნება უარყოფითი. არ შეიძლება ასტროლოგის ნათქვამს ვენდოთ ბრმად და ნეგატივის მოლოდინში ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე არ გავაკეთოთ, ეს პირიქით უკან დაგვწევს და გუნებასაც გაგიფუჭებს. ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის მისიაც და დანიშნულებაც არის, ის, რომ მე ვაჩვენო და განვასხვავებინო ხალხს, თუ რა არის ასტროლოგია, პარაფსიქოლოგია, ვარსკვლავთმრიცხველობა და რა არის ფსიქოლოგია, რადგან ექიმი, რომ ექიმია ისიც დანიშნული უნდა იყოს, ანუ კოსმიური ბალანსიდან უნდა მოვიდეს. მხოლოდ მწიგნობრობა საკმარისი არაა, მხოლოდ განათლებით ვერ განკურნავს პაციენტს, თუ ის არ არის მოწოდებული და კოსმიური თეთრი ბალანსიდან დანიშნული. მისი სამედიცინო კარიერა ვერ იქნება ბოლომდე წარმატებული. ჩვენ შესაბამისი ზენიჭით დაბადებულ ადამიანებს მთელი საუკუნეების მანძილზე გვაქვს ჩვენი დოქტრინები. გაგვაჩნია მესამე თვალი, განსაკუთრებული ინტუიცია და ხედვა, ანალიზისა და შეფასების განსხვავებული უნარი, ანუ ჭეშმარიტად კოსმიური ძალების მისიით მოვლენილი ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე გვაქვს აღებული ხალხზე ზრუნვა. ჩვენ ადვილად ვარჩევთ ერთმანეთისგან სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს, იქნება ეს ჩამოვარდნილი მეტეორიტი, ამოვარდნილი ქარიშხალი და მსგავსი მოვლენები. პოლიტიკოსები ამას ვერ გვეტყვიან, სწორედ ჩემნაირი ადამიანები ეუბნებიან ხალხს რა და რატომ ხდება, იმიტომ რომ ეს ჩვენი კოსმიური ვალია, რომ ხალხს გავაგებინოთ დამალული სიმართლე, ამას წიგნებში ვერ წაიკითხავენ, ეს არ ისწალება არსად, ანუ ეს რომ იცოდე უნდა იყო „ინდიგო“, განსხვავებული აურის ადამიანი. აი თუნდაც ავიღოთ ნოსტრადამუსი, რომელიც წერდა შიფრებით და კოდებით თავის წინასწარმეტყველებებს, ჩვენ გვაქვს არა მაღალფარდოვანი სიტყვები, არამედ სპეციალური კოდი. სხვადასხვა საუკუნეებში ეს კოდი ახლდება, ანუ XIX-საუკუნეში სხვანაირად იწრებდა და  XXI ს-ში უკვე განახლდა, ანუ საუკუნეების მანძილზე ინდიგო ადამიანებიც ვითარდებიან უჩნდებათ ახლებური ხედვები და უნარები. თუმცა მისია რჩებათ უცვლელი ხალხზე ზრუნვა და მფარველობა.

-ქალბატონო ანა, თუ არის შესაძლებელი პარაფსიქოლოგიის, ვარსკვლავთმრიცხველობის შესწავლა უბრალო, ანუ ფენომენალურ ნიჭიერებას მოკლებული, არა ინდიგო ადამიანებისთვის?..

-ვისაც არ გააჩნია ამის ნიჭი და არც კოსმიური მისიაა მასზე დაკისრებული, უბრალოდ იქნება ამ საკითხში განათლებული, გათვიცნობიერებული, ნაკითხი ადამიანი და დაემსგავსება ჩვენს ზოგიერთ ცნობილ ასტროლოგს, რომელიც ხალხს მხოლოდ თავისი ორატორობით მოხიბლავს. ეს ხალხის მოტყუებაა,რადგან მხოლოდ წაკითხულიდან იცის რა არის ასტრალი, კარმა, ჩაკრა და ა. შ. რაღაც პრობლემა როდესაც აქვთ ასეთ ნასწავლ ადამიანებს და გარბიან სხვასთან. განა ასეთ ადამიანს ვისაც საკუთარი პრობლემა ვერ მოუგვარებია, შეუძლია სხვისი დახმარება. მაგალითად მე ვიცი რა და რატომ ხდება რაღაც მოვლენა ჩემს თავს და თავად ვაგვარებ და არავისთან არ მივრბივარ საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად. აი მაგალითისთვის განიხილოთ სხვადასხვა მძიმე სნეულებები, კიბო, შიდცი, ჰეპატიტი, რატომ ავადდება ამ სენით ადამიანები, ეს არის კარმული დაავადებები, ეს არის არასწორი ცხოვრების შედეგი, პირადად მყავს განკურნებული კიბოიანი პაციენტები, მათ შორის ბოლო სტადიაზე მყოფიც. როდესაც აქვთ კარმაში დაზიანებები, ეს შემდეგ უფრო ღრმადება, ფესვებს იდგამს და იქცევა ბომბად. ეს რომ ასე არ იყოს აქამდე გამოიგონებდნენ კიბოს დასამარცხებელ პრეპარატს. ყველაფერი არის კანონზომიერი, ვინ რა და როგორ უნდა გააკეთოს და თუ ადამიანი უფრო ადრე კვდება, ვიდრე ეს უწერია, რეინკარნაციის დროს ის წლები ემატება, ანუ გადმოდის წინა ცხოვრებიდან. ამიტომ საჭიროა სწორედ ვიცხოვროთ, არ შევქმნათ კარმული ლავები, არ დავიბინძუროთ ბოროტების კეთებით აურა და აღარ დავავადდებით ამ საშინელი კარმული დაავადებებით.

-ქალბატონო ანა ძალიან მინდა ვისაუბროთ სიკეთის კეთების დანიშნულებაზე, ანუ ეს როგორ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე?..

-ძალიან ბევრი და დიდი დოზით სიკეთის კეთება არ შეიძლება, ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში. აი როდესაც ვამბობთ, რომ ბევრი სიკეთე გვაქვს გაკეთებული და ეს უარყოფითად შემოგვიბრუნდა. სწორედ იმ ადამიანებისგან მივიღეთ ლანძღვა-გინება, ვისაც ხელი გაუმართეთ და სიკეთე გავუკეთეთ. იცით რატომ ხდება ასე, ერთი დღე რომ იმ ადამიანს სიკეთე არ გაუკეთო, ის არ გაიხსენებს წინა გაკეთებულ საქმეებს და არ იქნება თქვენი მადლიერი, უფრო პირიქით გალანძღავთ, რომ ის ერთი დღე დააკელით და სიკეთე არ გაუკეთეთ. მაგალითისთვის ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც დიდი პრობლემები და შენ მიხვალ და ყველაფერს მოუგვარებ, ისე რომ მას ხელსაც არ გაანძრევინებ. ეს სიკეთე კი არა უფრო დათვური სამსახურია, კოსმიურმა ძალებმა მოუვლინეს მას ეს განსაცდელი, კარმული გამოცდა და შენ ვინ მოგცა უფლება, რომ ღმერთის საქმეში ერევი, ამიტომაც ასეთი სიკეთისმკეთელები ისჯებიან კოსმიური ძალებისგან. პირველი მტერი თუ გინდა გაიჩინო გაეცი ფული, გააკეთე ასეთი არამიზნობრივი სიკეთე, რომელიც მაშინვე ნეგატიურად შემოგიბრუნდება. აი სოკოებივით, რომ არიან მოდებული სახსალამათი მათხოვრები, მათ არ უნდა მისცე ე.წ. პურის ფული, უნდა უყიდო პური და მისცე. რადგან მათთვის ფულის მიცემა არის დათვური სამსახურის გაწევა, გაზარმაცებისთვის ხელშეწყობა, ამიტომ უფალი ასეთი სიკეთისთვის აუცილებლად დაგსჯით. ცოდვილ ადამიანს იმდენი დაეხმარეთ, რომ მისი ცოდვა თქვენზე გადმოვიდა, ანუ თქვენ დაისაჯეთ მის ნაცვლად. საკუთარი შვილიც, რომ იყოს მასაც არ უნდა მისცეთ იოლი ფული, უნდა მიაჩვიოთ შრომას აი ეს არის გზაზე დაყენება და ნამდვილი სიკეთის კეთება. ასეთი უმაქნისი ადამიანები ზოგჯერ იმიტომ დადიან და ითხოვენ შემწეობას, რომ თქვენგან ბარაქა წაიღონ. ამას ჩემაირი ადამიანი, თუ არ გეტყვით სხვამ ვინ უნდა გითხრათ. ჩემგან უნდა გაიგოთ, რა ფერის უნდა ჩაიცვათ, როდის უნდა დაივარცხნოთ, რომელი ლოცვები უნდა წაიკითხოთ, რომ იყოთ წარმატებულები. ასტროლოგებისგან თქვენ ვერ გაიგებთ სიმართლეს. საერთოდ იმასაც გეტყვით, რომ ბოღმიან და გაბოროტებულ ადამიანთან პოლემიკაში არ შეხვიდეთ, პირიქით დროზე გაეცალეთ, გული მისკდება, როდესც ვხედავ, რომ ხალხს სახიდან ღიმილი გაუქრა და მხოლოდ ნაძალადევად იღიმიან. მე ძალიან ბევრ სტატიებში ვწერ, რომ მამაკაცებზე მეტად დღეს გამოჩნდნენ მოძალადე, დესპოტი ქალები. ჩემზე ხშირად ხდება ტაბუდადება, რადგან მე მიყვარს სიმართლის პირში ლაპარაკი,აი ძალიან ბევრ შოუში, სადაც ვიყავი მიწვეული სტუმრად მთელ შოუს ვატრიალებ, რადგან ვამობ მხოლოდ სიმართლეს, ამიტომ ნაკლებად ვუყვარვარ პოლიტიკოსებს. ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო არის ბრძოლა ბოროტებასთან, მე არცერთ შოუს, ან პოლიტიკურ ფიგურას არ მივცემ ხალხის დაცინვის უფლებას, რადგან ეს დიდი ბოროტებაა, პიარის გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო, არ შეიძლება დიდი ცოდვაა. მე ყოველთვის ვამბობ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში, ის ხომ სულის სარკეა, რატომ იყო სიკვდილმისჯილებს თვალებს უხვევდნენ და შემდეგ თავისუფლად კლავდნენ, რადგან თვალებში, რომ ჩაეხედათ ვეღარ მოკლავდნენ, თუმცა დღეს აუხვეველი თვალებითაც ადვილად კლავენ სამწუხაროდ ისეა შეშლილი და გაბოროტებული საზოგადოება. ჩემი ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეკლესიაში წავიდოდა განხეთქილება და მოვიდოდა კიდეც მეტეორის წვიმა, რატომ გადარჩა საბერძნეთის მიძინებათა ტაძარში ხატი, რადგან იგი უნდა ჩამობრძანდეს საქართველოში. რა არის ბერმუდის სამკუთხედი, ტორნადო, იდუმალება ამ ყველაფრის. ეს ყველაფერი ჩვენშია, ჩვენშია ყველაფრის გასაღები. ჩვენ ინდიგო ადამიანებს საზოგადოებასთან არ გვიშვებენ, რადგან ჩვენი სიმართლე არ უნდათ გაიგონ. თამამად ვიტყვი, რომ ჩემნაირი ადამიანი მეორე არ დაიბადება, მე ჩემს სიტყვებში თავისუფალი ვარ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტზე დამოკიდებული არ ვარ და ამიტომაც არ მეშინია სიმართლის ხმამაღლა ლაპარაკი. მე შემიძლია გავაფრთხილო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუ დამიჯერებენ მათთვისაა კარგი, თუ არა და როგორც ახლა თქვენი ყურით მოისმინეთ ჩემმა პაციენტმა დამირეკა და მითხრა შენი ნათქვამი წინ დამიდგაო. ასე რომ დამიჯერებენ მოიგებენ და თუ არა მალე დაუდგებათ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი.

-ჩვენთვის როგორც ცნობილია თქვენ გყავთ დიდი ოჯახი, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და აქეთ კიდევ ძალიან დიდი და სასარგებლო საქმე საკეთებელი, ეს ყელაფერი კი ქალისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..

-ჩემო მარიამ, მე ფენომენი ვარ, კარგი მეუღლე მყავს, საამაყო შვილები და შვილიშვილებით ვარ დაჯილდოვებული. მე რჩევებს ვაძლევ მათ და თუ დამჯერებენ აუცილებლად მოიგებენ არა და წაიტეხენ ცხვირებს. თუმცა დედა რის დედაა, რომ ბოლოს მაინც არ დაეხმაროს და საერთოდ მე არა მხოლოდ მათი, არამედ სრულიად ხალხის დედა ვარ. ვისაც არ უნდა გაუჭირდეს ყოველთვის გვერდში ვუდგევარ და ვეხმარები. უფალს მადლობა, რომ ძალიან კარგი მეუღლე მყავს, კი რათქმაუნდა ოჯახში ლიდერის პოზიცია მიჭირავს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ურთიერთპატივისცემა, მე არ მაინტერესებს დიდი სიყვარული, რადგან დიდმა სიყვარულმა ზოგჯერ არასწორი ნაბიჯები იცის, ჩემთვის უმთავრესია ერთმანეთის დაფასება, რიდი და პატივისცემა. მე მიწოდებენ ხისტ ქალს, რადგან მინდა რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის სწორი რელსებით წავმართო, თუმცა ამით არცერთი ადამიანის ანგელოზი არ გავანაწყენო, როგორც ყველას, ასევეა ჩემს ოჯახში ზოგჯერ წყენა, გაბრაზება, თუმცა ეს ყოველივე მალე გვარდება ურთიერთგატანითა და პატივისცემით. მე ვარ თეთრი მანტიის მფობელი, სუფთა ძალებით შესაძლებელია თვალის მოხსნა, ოჯახში ჰარმონიის დამყარება.

-როგორც ვიცი, თქვენ ბრძანდებით მსოფლიოს დიდი ცხრიანის წევრი, ამაზე რას გვეტყვით?..

-დიახ ასეა, გახლავათ დიდი ცხრიანის წევრი, ჩვენ საერთოდ დაფანტულები ვართ, რუსეთში ამჟამად არავინაა, არის კაზაღსტანში, მე საქართველოში, ამერიკაში, საერთოდ ჩვენ ჩვენი სამუშაო ზონა გვაქვს, მე 24 საათის განმავლობაში დაკავებული ვარ ამ საქმიანობით და არ ვაძლევ ბოროტ ძალებს საშუალებას, რომ საქართველოში მოხდეს საშინელი კატაკლიზმები. ვაცხადებ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხდება ბევრი ცუდი რამ, ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის წინაშე, სამწუხაროდ ეს ომი მალე დაიწყება ირანს, ისრაელსა და პალესტინას შორის, ამერიკის რამდენიმე შტატს მთლიანად დაფარავს წყალი. საქათველოს კარები მტერს საბოოოდ დაეკეტება, ჩვენ გავხდებით ნეიტრალური ქვეყანა და რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან თავად შექმნება სირთულეები და აფხაზეთი, სამაჩაბლო და ასევე სოჩაც უკან დაგვიბრუდება, როცა გავხდებით ნამდვილი ნეიტრალური ქვეყანა. მე ასევე ვიწინასწარმეტყველე, რომ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი და ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი, 2006 წელს ვთქვი, რომ დაიწყებოდა მატრიარქატი.

-ქალბატონო ანა დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს მონაწილე ქალბატონებს  ძალიან აინტერესებს თქენი აზრი ჩვენს პროექტზე, შეგძლიათ გვითხრათ რატომ დაგაინტერესათ პროექტმა?..

-ეს პროექტი უნიკალური, ძალიან მაგარი პროექტია, რადგან ამან შეიძლება მრავალი ქალი გადაარჩინოს, რადგან ზუსტად ეს პროექტი არის თეთრი ძალების პროექტი და ასევე როგორც მითხარით მონაწილე ქალბატონებისგან იქმნება წარმატებული და საქიანი ქალების კლუბი, რომელსაც ძალიან მივესალმები, კოსმიურმა ძალებმა გადაწყვიტეს რომ მამაკაცები გახდნენ დეგრადირებულები და სადავეები აიღონ ხელში ქალბატონებმა. ამიტომ ამ კლუბს, ქალთა ორგანიზაციას აქვს ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასაქმოთ ბევრი ქალი, ვაქციოთ ისინი ნამდვილ ბიზნეს ლედებად, ბევრი ქალი სწორ გზაზე დავაყენოთ და მე იმიტომაც დავუჭირე თქვენს პროექტს მხარი, რომ ვიცი, ეს არის სწორედ ის თეთრი ძალა, როგორც მე ვიწინასარმეტყვლე კიდეც, რომ მოვა ქალთა ორანიზაცია „თეთრი რაში“, რომელიც გადაარჩენს საქართველოს.

-ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ქალბატონო ანა, დავმუნჯდი ისე შემეშიდა, რადგან ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუცა რათქმაუნდა ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროექტი ასეთი დანიშნულების ყოფილა. თუმცა გასაკვირი არცაა, რადგან პროექტი პირველად განხორციელდა 2013 წელს და მიეძღვნა მატრიარქატის დაწყებას.

-მარიამ ამ პროექტის შესახებ მე ვიწინასწარმეტყველე 1995 წელს, როდესაც ვთქვი, რომ მოვა ქალთა მძლავრი ორგანიზაცია თეთრი რაშივით და ეს იქნება საქართველოს ხსნის ბოლო აკორდი, ამის შემდეგ კვლავაც ქალი მოვა სათავეში, ანუ სალომეს საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. თუმცა ჩვენ ახლა ოქტომბრის თვეში დავდგებით უდიდესი საფრთხის წინაშე, ანუ დაიწყება ომისთვის მზადება, თუმცა ამჯერად გადავრჩებით. დაიწყება სირიისა და ირანის ომი ტერიტორიების დანაწილებაზე. საქართველო 2035 წელს უკვე იქნება ნეიტრალური ქვეყანა. ხოლო რუსეთზე წამოვა დიდი ტორნადო და იქნება ასევე გამყინვარება. თუმცა მე ადრეც ვამბობდი, რომ მიგვეხედა ენგურჰესისთვის და თქვენ ნახეთ წყალმა წალეკა სვანეთი, სოფლები დაიტბორა და ახლა ვამბობ, რომ მისახედი გვაქვს ჟინვალჰესი, რადგან მაქედან გველოდება საფრთხე, უნდა მივხედოთ არხებს, არასწორი გადაჭრილი არხი ჩვენ მოგვიტანს დიდ უბედურებას. ჩვენ ვიმყოფებით ძაღლის წელიწადში, ჰოდა ძაღლი, რამდენადაც კეთილი და სამართლიანია, ასევეა ბრაზიანი და ვერ ეგუება უსამართლობას. თან დაგვემთხვა მთვარისა და მზის დაბნელების პერიოდები, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანის ხელი არის ყველაფრის დამზიანებელი, ამიტომაც თავისმხრივ ბუნებაც სათანადო პასუხს გვცემს ამ კატაკლიზმებით. მე 2018 წელს გავაკეთებ ახალ წინასწარეტყველებას 2035 წლამდე, მე მომიწია რამდენიმე დღის წინ თიანეთისკენ ასვლა, სადაც არის საოცარი ბუნება, სუფთა ჰაერი და ძალიან ბევრი რა ვიხილე, რასაც დავწერ კიდეც ჩემს მორიგ სტატიებში. უფალმა მიმიყვანა მე იმ ადგილას, სადაც ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი და იქ მქონდა ხედვები.

-უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ თავდაპირველად პროექტის მხარდაჭერისთვის და შემდეგ უკვე მინდა საზოგადოებას ვახარო, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენს მედია სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა და სულ მოკლე ხანში თქვენ უკვე თქვენს ყოველდღიურ პროგნოზებსა და რჩევებს განათავსებთ ჩვენს ინტერნეტ პორტალზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ჩვენი საიტიდან მიიღონ პროფესიონალი ვარსკვლავთმრიცხველის სასაგებლო რჩევები.

-დიახ ასეა, თქვენი ინტერნეტ პორტალიდან მივაწვდი საზოგადოებას ყოველდღიურ და ყოველ კვირეულ პროგნოზებს და ასევე თქვენი საიტიდან საზოგადოებას შევთავაზებ სხვა სიახლეებს და სიურპრიზებს. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობით მრავალი კეთილი საქმე გაკეთდება.

-დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და ჩვენს პორტალს წარმატებას მოუტანს, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ახლა კი ბოლო შეკითხვას დაისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ქალბატონი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-პირველ რიგში ვურჩევდი ნახონ საკუთარი აურა, რამდენად არიან კოსმიურად მოწოდებული ბიზნეს ლედობისთვის, უნდა გაარკვონ არის თუ არა ეს მათი მისია. აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირადი დამცავი თილისმა, რომ ბოროტმა ძალებმა ვერ შეუშალონ ხელი წარმატების მიღწევაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ დიდი საქმე. დიდი ბიზნესის კეთების დროს აუცილებელია ჰყავდეთ საკუთარი პარაფსიქლოგი, რომელიც სწორი მიმართულებით წაიყვანს საქმეს. წარუმატებლობის გარანტიაა, ზედმეტად საკუთარი თავების შეყვარება, როცა ამბობენ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, აი გავა რამდენიმე წელი და როგორც ქაღალდის კარტის სახლები ისე ჩამოეშლებათ უფუნდამენტო ბიზნესი და გაუკვირდებათ თუ ასე რატომ დაემართათ. ნამდვილად არაა სამარცხვინო, როდესაც ჩემნაირ ადამიანს ჰკითხავ რჩევას, სწორედ ესაა ჩემი საქმიანობაც, რომ ადამიანი დავაყენო სწორ გზაზე და დავეხმარო მას წარმატების მიღწევაში, თუმცა აქაც ბალანსის დაცვაა საჭირო დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო, უნდა მისცე სწორი მიმართულება და მან თავად უნდა იშრომოს, ბევრი იმუშაოს და მხოლოდ კაბინეტში არ უნდა იჯდეს და ბრძანებები გასცეს. მე ვურჩევ ყველა ასეთ ქალბატონს, რომ როდესაც იწყებენ თავიანთ საქმეს გვერდით უნდა იყოლიონ პროფესიონალი ვარსკვლავთმრიცხველი, ან ასტროლოგი, რომელიც ყველაფერს გამოუანგარიშებს და სწორ მიმართულებას მისცემს. ყველა კაბინეტში ვერ იჯდება და ვერ იუფროსებს, თუმცა ამით არაერი სრულდება მათ შეუძლიათ სხვა სფეროებში მიაღწიონ წარმატებებს.

-არ შემიძლია აქვე არ გკითხოთ ჩემთვის პირადად სარისკო კითხვა, თუმცა ალბათ ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას და ჩვენს მონაწილეებსაც ძალიან აინტერესებთ. მე რამდენად შევეფერები ამ საქმიანბას და უნდა ვიყო თუ არა პროექტის სათავეში?.. ნამდვილად არმაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა და არ მგონია, რომ ყველაფერი ვიცი, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ შემიძლია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.

-პირველი თვალით როდესაც შეგხედეთ მე, რომ ეს არ მეგრძნო, რომ თქვენ შეგიძლიათ წარმატებით უხელმძღვანელოდ ამ საქმეს, ალბათ ხვდებით, რომ მე არ დავიჭედი თქვენთან საქმეს, არ ჩავერთვებოდი ამ პროექტში, დღეს ბევრი აკეთებს პროექტებს, მაგრამ მე თქვენთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, თუმცა აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარება და შემდეგ უკვე დეტალურად მეცოდინება ბრძანდებით, თუ არა თქვენ აი ამ საქმიანობის ქალბატონი, ანუ ე. წ. „ბიზნეს ლედი“, თუმცა არ ვპირფერობ და მგონია, რომ სწორედ ეს საქმიანობა შეგეფერებათ ყველაზე მეტად და ნამდვილად წარმატებულად გაართმევთ თავს ამ პროექტს, მე კი მიგულეთ თქვენს გვერდით ამ კეთილ საქმეში. ვიცი, რომ ეს პროექტი მრავალ ქალბატონს გადაარჩენს და დაანახებს ახალ გზას, როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს არის ის თეთრი რაში, რომელიც გადაარჩენს საქართველოს დაღუპვისგან. სწორედ წარმატებული და საქმიანი ქალების სოლიდარობით გადარჩება ჩვენი ქვეყანა და იქცევა ნეიტრალურ სახელმწიფოდ, რომელსც მტერი ადვილად ვერ მოერევა.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ანა ლენორმანი გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ანას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ანა არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დადებითი აურის ადამიანი, რომლის მეგობრობაც ჩვენთვის დიდი პატივია. ფენომენალური ნიჭიერებით გამორჩეული ქალბატონი, რომელიც თავის კრედოდ მიიჩნევს ხალხზე ზრუნვას.