ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კახეთი დააზარალა/ განსაკუთრებით დაზარალდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგა და გურჯაანის სოფლები, ახაშენი და ველისციხე.
სოფელ ანაგაში განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
პრობლემებია თელავშიც, სადაც რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.