საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს.
“ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულირების პრაქტიკა. ვგეგმავთ ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების – რეგისტრაციის, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, ფარმაცევტული წარმოებისათვის „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ (GMP) სავალდებულო მოთხოვნად ქცევას, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისათვის და საბითუმო რეალიზატორებისათვის სანებართვო პირობების დაწესებას „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ (GDP) შემოღებით, ყველა ტიპის აფთიაქის (საცალო რეალიზატორის) ლიცენზირებას, ფარმაკოზედამხედველობის სისტემის დანერგვას და ამოქმედებას, ფარმაცევტული ბაზრის ინსპექტირებას – ადმინისტრირების გაძლიერებას, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას დაგანვითარებას,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.