ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურად ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან მახმუდ-ალი კალიმატოვი აირჩიეს 

ინგუშეთის სახალხო კრების დეპუტატებმა რეგიონის მეთაურად მახმუდ-ალი კალიმატოვი აირჩიეს, რომელიც აქამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი იყო, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ივნისში იუნუს-ბეკა ევკუროვის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მას შემდეგ ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი ვაკანტური იყო.

ინგუშეთის კანონმდებლობის თნახმად, რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე პარლამენტის დეპუტატები ფარული კენჭისყრით ირჩევენ პირს, იმ კანდიდატურებიდან, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის პრეზიდენტი წარუდგენს.

პუტინმა 26 აგვისტოს ინგუშეთის პარლამენტს განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა, მათ შორის, ქალაქ ნაზრანის საბჭოს დეპუტატი ურუსხან ევლოევი, უფროსი ტერიტორიული სპეციალისტი მაგომედ ზურაბოვი და მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი მახმუდ-ალი კალიმატოვი.

კალიმატოვს მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ზურაბოვს მხოლოდ 3 ხმა ერგო.
guardian.ge