ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში კრიოაბლაციის უნიკალური ოპერაციები დაინერგა. კრიოაბლაცია – გულის ყველაზე გავრცელებული არითმიის – წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა მსოფლიოში. საქართველოში კრიოაბლაციით უკვე 200-მა პაციენტმა ისარგებლა. თითოეულმა მათგანმა დაძლია არითმიის, იგივე წინაგულების ფიბლაციის პრობლემა და დღეს ჯანმრთელი გულით აგრძელებს ცხოვრებას.
კრიოაბლაცია მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროცედურად ითვლება წინაგულების ფიბლაციის დროს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000 პაციენტმა ისარგებლა ამ სერვისით და საბოლოოდ დაძლია არითმიის პრობლემა. მისი საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.
მასალის გამოყენების წყარო: http://www.janmrteligulit.ge