ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ. მანამდე პარლამენტში სიტყვით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოვიდა. მისი სიტყვით დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.