საზოგადოების ნაწილმა ვინც თვლის, რომ დიალოგის გარეშე გამთლიანების მხრივ არაფელი გამოვა, ძალიან კარგად იცის, რომ აბაშიძის და ჟენევის ჩარჩოებმა რამდენიმე წელი დაატორმუზა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

ჟურნალისტების კითხვებზე ხელისუფლება აპირებს თუ არა დიალოგს რუსეთთან, აბხაზეთსა და ოსეთთან, მთავრობის წევრებმა კვლავ ჟენევის ფორმატზე მიუთითეს. ახალმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვეს, რომ ჟენევის ფორმატი ჯერ არ ამოწურულა. საზოგადოების ნაწილმა ვინც თვლის, რომ დიალოგის გარეშე გამთლიანების მხრივ არაფელი გამოვა, ძალიან კარგად იცის, რომ აბაშიძის და ჟენევის ჩარჩოებმა რამდენიმე წელი დაატორმუზა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აბაშიძე რომელიც აყოლილია ნაცებს და ჟენევის ფორმატი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას დაალაგო ურთიერთობები მეზობელთან-ისევ ამას გვთავაზობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. წლებია ჟენევის ფორმატი გვაქვს, მაგრამ ამით რა უფრო მეტ ტერიტორიას არ ვკარგავთ. ჟენევის ფორმატი სანამ ამოიწუროს კიდევ ერთი ოცდაათი წელიწადი გავა და მერეც ან გამთლიანდები ან არა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უკეთესობა იგრძნობა ტერიტორიული მთლიანობის მხრივ ძალიან შემცდარა.