ფოტო: Twitter/არქივი

მთვარეზე განხორციელებული მეორე მისიაა, რომლის ღირებულებაც 145 მილიონი დოლარია

ინდოეთის კოსმოსური კვლევის ცენტრმა (ISRO) თავისი კოსმოსური აპარატის “ვიკრამის” ადგილსამყოფელი დაადგინა, რომელთან კავშირიც მთვარეზე მისი დაჯდომის შემდეგ გაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

სპეციალისტები აპარატთან კავშირის დამყარებას ცდილობენ, თუმცა როგორც ISR-ის ხელმძღვანელი კაილასავადივუ სივანი ამბობს, ჯერჯერობით რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება ნაადრევია.

ხომალდი “ვიკრამი” მთვარის სამხრეთ პოლუსზე 7 სექტემბერს უნდა დამჯდარიყო, თუმცა მასთან კონტაქტი დაიკარგა.

ეს ინდოეთის მიერ მთვარეზე განხორციელებული მეორე მისიაა, რომლის ღირებულებაც 145 მილიონი დოლარია.

ქვეყნის პირველმა მისიამ Chandrayaan-1, 2008 წელს, სარადარო სისტემის გამოყენებით, მთვარის ზედაპირზე წყლის პირველი და ყველაზე დეტალური ძებნა ჩაატარა.