ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა აშშ-ის საკონსულოს მიმართულებთ მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს “მათი გათავისუფლება სთხოვეს”. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათ ბანერები ეჭირათ ხელში შინაარსით: “პრეზიდენტო ტრამპ, გთხოვ გადაარჩინე ჰონგ-კონგი”, “გახადე ჰონგ-კონგი ისევ ძლიერი”.
აქცია საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენს.
როგორც მედია იუწყება საკონსულსთან უახლოეს სადგურზე პოლიციამ სულ ცოტა 6 ადამიანი დააკავა.
ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა.