ფოტო: TWITTER

ირლანდიის ჩრდილოეთით, საზღვართან ახლოს პოლიციამ ბომბი იპოვა. 

ირლანდიის ჩრდილოეთით, საზღვართან ახლოს პოლიციამ ბომბი იპოვა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდაპირველად ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.

განგაშის დროს მოსახლეობა ტერიტორიიდან გაიყვანეს. ტერორიზმის ბრალდებით კი კაცი დააკავეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნის ოპერაციაში პოლიციის ოფიცრები და სამხედროები მონაწილეობდნენ.