ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომისთვის ექს პრეზიდენტის დასჯას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში „სამ­ხრეთ ოსე­თის“ წი­ნა­აღ­მდეგ ომის გა­ჩა­ღე­ბის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა, – ამის შე­სა­ხებ „რია ნო­ვოს­ტის­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა სპი­კერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „2008 წლის აგ­ვის­ტო­ში შეშ­ლი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი გახ­და“.

„მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის დამ­ნა­შა­ვეა და ამის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს. თუ ჩვენ აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა გვსურს, მათ უნდა ეს­მო­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი პრო­ვო­კა­ცია და ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი და მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა მშვი­დო­ბის ხი­დე­ბის აღ­დგე­ნა. ამი­ტომ ვი­თხოვ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღად­გი­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და აღ­ძრას საქ­მე­ე­ბი არა სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­ჯა­კებ­ზე, არა­მედ აგ­ვის­ტოს ომზე“, – გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ომის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­კენ სა­ა­კაშ­ვილს აშშ-მა უბიძ­გა.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ აშშ, კერ­ძოდ კი ჯორჯ ბუში ჰა­ერ­ში გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს აწევ­და და რუ­სულ ჯა­რებს და­ბომ­ბავ­და“, – აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ავტორი: გურიის მოამბე