ფოტო: ჭიდაობის ფედერაცია

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო სერიის ფინალური ტურნირის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს სერიის ფინალური ტურნირის გამარჯვებულია.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიოს სერიის ფინალში ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს მამუკა კორძაია (+90 კგ) დაეუფლა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულით პირველობა არავის დაუთმო.

imedi