ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონი ფოტო: TWITTER

პირველი ნაბიჯი დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. იტყობინება Reuters-ი ფრანგული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მხარეებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილეს. შეთანხმდნენ, რომ ამ ფაქტმა იმპულსი მისცა ე.წ. ნორმანდიის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

პრეზიდენტებმა ასევე იმსჯელეს ირანის საკითხზე.

7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს არის პირველი ნაბიჯი დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ.