ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უფასო ტელევიზორებს სთავაზობს მომხმარებლებს, თუ ისინი მის კუთვნილ ინტერნეტის ქსელში ჩაერთვებიან. ამის შესახებ Cnn Money წერს. გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ინვესტორს სურს, წაახალისოს ქვეყანაში ინტერნეტის დანერგვა.
მობილური ქსელის მფლობელი მილიარდერი მუკეშ ამბანი 4 ათას მაღალი რეზოლუციის უფასო ტელევიზორს გადასცემს მომხმარებლებს, რომლებიც წლიურ პაკეტს შეიძენენ. პაკეტის ფასი 217 დოლარიდან იწყება. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Netflix-ისა და Amazon-ის ვიდეოებიც.
ახალი ქსელი, სახელწოდებით JioFiber, მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს იაფ პაკეტებსაც, რომელთა ღირებულება თვეში 10 დოლარიდან იწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 1 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტის ღირებულება 2016 წელს 3 დოლარი იყო, 2018 წელს კი 17 ცენტამდე დაეცა, რამაც მილიონობით ინდოელს ინტერნეტთან წვდომის საშუალება მისცა.
თუმცა, ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი რჩება ინდოეთში(დაახლოებით 700 მილიონი), რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა ჯერ კიდევ არ აქვთ. თავად კომპანიას კი 340 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მეორე უმსხვილესი ტელეკომ-ოპერატორია Vodafone-ის შემდეგ.
bm.ge