9 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დაამუხრუჭეთ და კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. დაფიქრდით, რაზე უნდა ილაპარაკოთ კონკრეტულ ადამიანთან. ნუ იქნებით სპონტანური, გართობის დროსაც კი.

კურო – დაფიქრდით ფულზე, გასავლის შემცირებაზე და შემოსავლის გაზრდაზე. თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, რომ მეტად მოძლიერდეთ მატერიალურად.

ტყუპი – კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად და ვარჯიშის დასაწყებად. შეგიძლიათ მეგობარიც აიყოლიოთ. დააკვირდით, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ყველაფერს ხუმრობაში ნუ ატარებთ, ზოგჯერ დაფიქრება გმართებთ.

კირჩხიბი – მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გაიღიმეთ და აგრესია მოთოკეთ. ნუ ჩაერთვებით იმ საქმეებში, სადაც ნერვების მოშლა გელით. დღე მშვიდად და მსუბუქად გაატარეთ.

ლომი – ნაყოფიერი და პოზიტიური დღე გელით. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ ან დაწინაურებას. საღამოს მოერიდეთ დაპირისპირებას ახლობელთან.

ქალწული – ცხოვრება რომანტიკული და პოზიტიური გახდება. შეიძლება საჩუქარი მიიღოთ ან ახლობლებმა სიურპრიზი მოგიმზადონ. მარტოხელებს ახალგაცნობილთან ფლირტი გელით.

სასწორი – გარშემო მყოფები მზრუნველობით გაგანებივრებენ. მაგრამ ახალგაცნობილებთან მაინც სიფრთხილე გმართებთ. სანამ კარგად არ გაიცნობთ და არ გაერკვევით მათ ზრახვებში, ნუ ენდობით.

მორიელი – დროს ნუ დაკარგავთ. მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეუდექით მუშაობას. სიმართლისთვის გარშემო მყოფების დაფასებას და შექებას მიიღებთ.

მშვილდოსანი – ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ. მართალია, საკუთარ თავს უარს ვერ ეტყვით, მაგრამ შეგიძლიათ არ გასცეთ გულუხვი საჩუქრები.

თხის რქა – მოერიდეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. არ გამოიყენოთ “ბინძური თამაშები”. ეცადეთ, მშვიდობიანად მოაგვაროთ კონფლიქტი. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

მერწყული – დღეს მაინცდამაინც ყურადღების ცენტრში ნუ მოექცევით, უმჯობესია, მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვაროთ თქვენი საქმეები. დღეს რაღაც სასწაულს გააკეთებთ ადამიანისთვის, რაც მას ბედნიერებისგან გააბრწყინებს.

თევზები – იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გეხმარებათ. გარშემო მყოფები გაფასებენ და შეიფერეთ შექება. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

 

astrologi.ge