სფერული რადიოტელესკოპი FAST ფოტო: YouTube

ჩინელმა ასტრონომებმა კოსმოსიდან მომავალი უცნობი წარმოშობის სიგნალები დააფიქსირეს

ჩინელმა ასტრონომებმა უცნობი წარმოშობის სიგნალები დააფიქსირეს, რომელთა წყაროც დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

„განმეორებადი სწრაფი რადიოიმპულსები (Fast Radio Bursts, FRB) მიღებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი 500 მეტრის დიამეტრის სფერული რადიოტელესკოპით“, – ნათქვამია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული ობსერვატორიების სპეციალისტების განცხადებაში.

სფერული რადიოტელესკოპი FAST ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს. FRB სიგნალების ხანგრძლივობა რამდენიმე მილიწამია. მეცნიერებს მათი წარმომავლობის შესახებ დასაბუთებული ახსნა ჯერ არ მიუღიათ.