ყველასთვის ცნობილია, რომ თურქეთს ბევრი ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს პრეტენზია. ერთ-ერთი ბულგარეთის ძირძველი ტერიტორია – თრაკიაა. არც თუ ისე შორეულ წარსულში დავითოღლუმ განაცხადა, რომ თრაკია და აჭარა დაუბრუნდება თურქეთს – არა ომით, არამედ მოლაპარაკებით და დიპლომატიით.ბულგარეთის პარლამენთის პრო-თურქული პარტია 15 % არის წარმოდგენილი. ეთნიკურად თურქი მოსახლეობა კი 9 % წარმოადგენს. უდიდესი \”ინვესტიციები\” აქვთ ჩადებული თურქ ბიზნესმენებს ბულგარეთში და მათ თურქეთის მთავრობა ხელს უწყობს. მინიმუმ ორი ბულგარელი ყავთ სამსახურში აყვანილი. არჩევნების დროს მოუწოდებენ დამსაქმებლები დასაქმებულებს, რომ პრო-თურქულ პარტიებს დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვეაში გაყრინ სამსახურიდან.საქართველოს მდგომარეობას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მძიმე და სენსიტიური საკითხი. ერდოღანი ამასწინანდელ საჯარო გამოსვლაში აღნიშნავდა, რომ ბათუმი მათ ინტერესში შედის. ყველასათვის ცნობილია, რომ არა ომით, არამედ დიპლომატიით გეგმავენ ბათუმის დაპყრობას.
საქართველოში მცხორები თურქების რაოდენობა 37 ათას კაცს აღემატება. ძირითადად, ბიზნესის სწარმოებლად არიან შემოსულები და ამ შემთხვევაშიც თურქეთის მთავრობა უჭერს მხარს, როგორც ფინანსურად, ასევე დიპლომატიურად. ბათუმის ერთ-ერთი ადგილია – ქუთაისის ქუჩა, სადაც 99 % თურქული \”ინვესტიციაა\”. აქაც ქართველები ჰყავთ დასაქმებული და სთხოვენ მათი ინტერესების გატარებას.
ასეე არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა განათლების მიმართ. აჭარელი სტუდენტები მიყავთ თურქეთის სხვადასხვა სასაწვლებლებში სასწავლად – არა მეცნიერების, იურიდიული, სასოფლო მიმართულების სპეციალობის დასაუფლებლად, არამედ რელიგურ სასწავლებლებში, სადაც ისლამს ასწავლიან და მათ იდეოლოგიაზე უდიდეს გავლენას ახდენენ.
tmn.