სინძო აბეს, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ მოსკოვთან დიალოგის გაგრძელება სურს, რათა გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება.

მოლაპარაკებების ფარგლებში, ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აბემ პუტინს ტოკიოს პოზიცია გააცნო კუნძულ შიკოტანზე თევზის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის შესახებ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

კუნძულებთან დაკავშირებით ტერიტორიული უთანხმოებების გამო, მოსკოვი და ტოკიო უკვე 70 წელიწადზე მეტია, სამშვიდობო შეთანხმებას ვერ აფორმებენ. პუტინმა გასულ წელს, აბეს შეთანხმების გაფორმება წინასწარი პირობების გარეშე შესთავაზა. იაპონია აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელია ტერიტორიული უთანხმოების გადაწყვეტა. იაპონია კუნძულ კუნაშირს, შიკოტანს, იტურუპსა და ჰაბომაის თავის ჩრდილო ტერიტორიებად მიიჩნევს, რუსეთი კი აცხადებს, რომ არ აპირებს ამ კუნძულების მისთვის გადაცემას.
ipress.ge