9-12 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
აავე წყაროს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში კი 9-11 სექტემბერს შესაძლოა, მცირე წვიმა, ხოლო 12-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.