ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი- „ანრი“ 21 სექტემბერს ჯილდოვდება Business Persona 2019-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მსოფლიო კვირეულის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

ფინალი გაიმართება ქ. ბათუმში 21 სექტემბერს-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „საზღვაო განათლების პრესტიჟი 2019“ ჯილდოვდება: ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი- „ანრი“ და მისი დამფუძნებელი: ანზორ დიასამიძე. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს „ანრი“ს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ბატონ ანზორს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი კეთილსინდისიერებით, ადამიანურობის მაღალი პრინციპით, დადებითი აურით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს, რადგან ბატონი ანზორი უამრავი პრიზებითა და ნომინაციებითაა დაჯილდოვებული მსოფლიოს მასშტაბით! იგი გახლავთ შორეული ზღვაოსნობის უბადლო კაპიტანი.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი- „ანრი“

საზღვაო სასწავლებელი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სარგებლობს ორი მთავარი პრინციპით: სტანდარტთან შესაბამისობა და მომხმარებლის არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხელმძღვანელობს რა დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებით, განათლებისა და დასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად იგი მიზანმიმართულია ჩამოყალიბდეს სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ, ხელმისაწვდომ უმაღლეს სასწავლებლად, რომელიც თანამშრომლობს  საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირთან; ამავდროულად უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, სამოქალაქო ღირებულებების განვითარებასა და დასაქმების მაღალ მაჩვენებლებს;

საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს მაღალკვალიფიცირებულ კადრებს, რომელთაც ექნებათ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის STCW სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და  მაღალი ეთიკური ნორმები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე.

მისია

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი ეფუძნება რა უმაღლესი და პროფესიული  განათლების, ასევე მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს ისწრაფვის   საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე ცოდნის შექმნისა და  გავრცელებისაკენ.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.ამ მიზნით იგი საზღვაო-სავაჭრო ფლოტისა და   საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტიის სფეროში უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის აკადემიურ  და პროფესიულ განათლებას, რომელიც  განხორციელდება სწავლებით, სტუდენტთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული  გარემოს შექმნით. ამით სასწავლებელი ხელს უწყობს    დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

 

ხედვა

ჩვენი ხედვაა საზღვაო განათლებისა და დასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად სასწავლებელი ჩამოყალიბდეს სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ, კონკურენტუნარიან, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში ხელმისაწვდომ უმაღლეს სასწავლებლად.   რაც თავის მხრივ ემსახურება სტუდენტებისა და პერსონალისათვის საჭირო გარემოს შექმნას იმ მიზნით, რომ მათ მოახდინონ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა და უწყვეტი სწავლების პრინციპის განხორციელება.

ღირებულებები:

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის თავის საქმიანობას აფუძნებს შემდეგ ღირებულებებზე:

  • სამართლიანობა;
  • ჰუმანურობა;
  • ტოლერანტობა;
  • თანაბარი შესაძლებლობები;
  • მრავალფეროვნება;
  • თავისუფლება და პასუხისმგებლობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • აკადემიური თავისუფლება;
  • ღიაობა და გამჭირვალეობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა