ფოტო:shutterstock.com

ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნების მომხრეა.

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების დრო არ დამდგარა, – ამის შესახებ Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ჟან-ივ ლე დრიანმა ეს განცხადება რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სანქციების გაუქმება არ ღირს.

გამოცემა აზუსტებს, რომ ჟან-ივ ლე დრიანმა ამ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ფორმატი 2+2-ის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

2019 წლის 7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებული გეგმის მიხედვით პოლიტპატიმრები გაცვალეს.

რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესეს. მათ შორის, ფედერაცია “დიდი რვიანიდან” გარიცხეს. რამდენიმე დღის წინ კი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნების მომხრეა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში თქვა.

საერთაშორისო სანქციები სახელმწიფოების დასჯის ეფექტიანი მეთოდია? გარჩევა ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.