თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა 2000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.
სასამართლომ საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ომარ გამყრელიძის შვილიშვილის აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.
შემდეგი სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო გამყრელიძე უმცროსს საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება. მკვლელობა სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მოხდა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.
ფოტო 1tv.ge