ოფლიოში ყოველ 40 წამში თვითმკვლელობა ხდება – ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 800 ათასამდე ადამიანი იკლავს თავს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო, 2016 წლის მონაცემები, რომელიც სუიციდის პრევენციის დღემდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები არ ეხება სუიციდის მცდელობებს, არამედ უკვე შესრულებულ თვითმკვლელობას.
თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი რაოდენობით გამოირჩა აფრიკული ქვეყანა გაიანა, ლესოთო და რუსეთი. თვითმკვლელობებს საშუალოზე მეტ შემთხვევაში 45 წელს გადაცილებული ადამიანები სჩადიან.
ახალგაზრდებს შორის 15-დან 30 წლამდე სუიციდი სიხშირით მეორეა.
აღსანიშნავია, რომ წინა შედეგებთან შედარებით მსოფლიოში სუიციდების რაოდენობა ნელა, მაგრამ კლებულობს. ყველაზე სწრაფად ეს ევროპაში ხდება, სადაც 2000 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე სუიციდის რიცხვი 4-ჯერ შემცირდა.
როგორია საქართველოს მდგომარეობა?
საქართველოში მამაკაცებს შორის 100 000 მოსახლეზე თვითმკვლელობის კოეფიციენტი 12.3-ია, რაც მსოფლიო მასშტაბით საშუალო ციფრია, ხოლო ქალების მაჩვენებელი 1,9 არის, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი რაოდენობის კატეგორიაში გადის.