გურჯაანის ბაზარში მოსაკრებელი იზრდება

გურჯაანის გლეხურ ბაზარში, მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსაკრებელი გაიზრდება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, გურჯაანის გლეხურ ბაზარში, წერტებისა და ჯიხურების გადასახადი გაიზრდება.

ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ბაზარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და მოსაკრებელიც ამის მიხედვით მოიმატებს.

„დახლებზე გადასახადი არ შეიცვლება. მოსაკრებლის რაოდენობა გაიზრდება მხოლოდ წერტებისა და ჯიხურებისთვის. ბაზარში შევიყვანთ გარემოვაჭრეებსაც“, – განაცხადა აკოფაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, გლეხური ბაზრის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი