თალაკვაძე: ცალსახად არასწორი შეფასებაა გიორგი გახარიაზე რომ ის “რუსეთის კაცია”

„დოიჩე ველეს” სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „დოიჩე ველეს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „რუსეთის კაცად“ არის მოხსენიებული.

“რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში, აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, აღწევს რეალურ შედეგებს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ჩვენ ვრჩებით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციის ქვეყნად. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ: ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტების გაძლიერება, საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა – ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე
ipress.ge