TVM NEWS-ის მედია ჯგუფმა მოიპოვა ექსკლუზიური განმარტება თავად მომღერალი გიორგი შალვაშვილისგან, რომელმაც გაკვირვება გამოთქვა, იმის შესახებ, რომ მისი კლიპი, ზოგიერთმა სააგენტომ ამორალურობაში, ეროტიზმისა და პორნოგრაფიის ელემენტების პროპაგანდ აღიქვა მომღერლის კლიპი, როცა სინამდვილეში მისი ახალი კლიპი ხელოვნების ახალ მწვერვალად და სიურ-რეალიზმად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მომღერლის აზრით ამ ქვეყნად ადამიანები იბადებიან დედიშობილად და ეს მათ უმწიკლობაზე უფრო მეტყველებს ვიდრე უზნეობაზე და კლიპით მშვენივრად ხსნის იმ ფაქტსაც, რომ სიკვდილამდე ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს შინაგანი და სულიერი სიშიშვლე და თოთო ბავშვის უმწიკვლობა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბიბლიურად, ადამმა, სანამ ცოდვის ნაყოფი იგემა ევას ხელით, მანამდე სრულიად დედიშობილად არსებობდა და მისი სხეულის სიტიტვლე სრულებით არ აწუხებდა. აქედან გამომდინარე ადამიანის მორალი და ზნეობაა უმთავრესი, თორემ ნატურის სიშიშვლე დღეს უკვე უმაღლეს ხელოვნებად აღიქმება. კლიპის სახელწოდებაც შინაარსობრივია და თანხვედრია სიუჟეტთან: „დრო“, ანუ განზომილება, რასაც ყველა ჩვენგანი გადის ამ ცხოვრებაში. დაველოდოთ კლიპის პრემიერას, სადაც როგორც ჩვენთვის ცნობილია მომღერლის გარდა სხვა მსახიობებიც დედიშობილა იქნებიან!
SOON ❗მალე ახალი სიმღერა, ამჟამად კლიპით… კლიპში უამრავი ადამიანი იქნება და ამ უამრავიდან ყველა დედიშობილა შიშველი … დრო ასე ქვია სიმღერას… და თუ რატომ შიშველი სხეულები, ამას კლიპის შინაარსი გაგაცნობთ და სიმღერის ტექსტი საბოლოოდ… მე ასე ვხედავ, სიმღერა ჩემია და Z – STUDIO Zaza Gochitashvili – ის პროექტი… ასე გადავწყვიტეთ… 23 მსურველმა, დედიშობილა სხეულმა, უკვე გამოთქვა სურვილი კლიპში მონაწილეობაზე. . . დაველოდოთ SOON ❗❤❤❤
Gepostet von Giorgi Shalvashvili am Sonntag, 8. September 2019