ფოტო: shutterstock.com

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ალხას კვიცინია შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კვიცინიას  ჟურნალისტებმა ჰკითხეს ხომ არ აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას, რაზეც მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ არ მოუწოდებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პოსტს რაულ ხაჯიმბა 2014 წლიდან იკავებს. ამ „თანამდებობაზე“ მან ალექსანდრე ანქვაბი შეცვალა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „არჩევნებს“ არალეგიტიმური უწოდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაგმო.