გაეროს ბირთვული სააგენტო ადასტურებს, რომ ირანმა დაიწყო განთავსება უფრო მოწინავე ტექნოლოგიის ცენტრიფუგებისა, რომლებიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება – რაც წარმოადგენს თეირანის მხრიდან გადადგმულ მორიგ ნაბიჯს, რომლითაც ის ამცირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მიღწეული ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შემცირებას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 9 სექტემბრის განცხადების თანახმად, ეს მანქანები შაბათ-კვირას არ მუშაობდა.
გამდიდრებული ურანი შეიძლება გამოყენებულ იქნას საწვავად რეაქტორებისთვის, ასევე ბირთვული იარაღისთვის. უფრო მაღალი რანგის ცენტრიფუგებით ირანმა შესაძლოა უფრო მოკლე დროში გამოიმუშავოს პოტენციური ატომური ბომბისთვის საჭირო მასალა.
თეირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი ბირთვული ამბიციები მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურებოდა. წელს უფრო ადრე ირანმა დაარღვია ბირთვული ხელშეკრულებით განსაზღვრული, 300 კილოგრამით შემოფარგლული ზღვარი გამდიდრებულ ურანზე, და კიდევ უფრო მეტად დაიწყო ურანის გამდიდრება. ირანის ნაბიჯები პასუხია სანქციებზე, რომლებიც მას აშშ-მა აღუდგინა, როცა ვაშინგტონი გამოეთიშა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს შორის მიღწეულ ხელშეკრულებას.