საქართველოს ფინანსთა მინისტი ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს, რაც ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 8,4%-ით გაუფასურდა. თუ 9 ივნისისთვის ეროვნული ბანკის მიერ ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7344 GEL/$1 იყო, 9 სექტემბრისთვის მან 2,9636 GEL/$1-ს მიაღწია.
„მჯერა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა და სურვილი. როდესაც ეკონომიკა იღებს დარტყმას, ვალუტის კურსი ღრუბლის ფუნქციას ითავსებს და პირველ დარტყმას იღებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.
ასეთი მტკიცე განაცხადის საფუძველს მინისტრს ეკონომიკის დონე აძლევს.