ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს თბილისში ისაუბრებს.
50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატს და 500-მდე სტუმარს უკვე მეორე დღეა, საქართველო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მასპინძლობს.
მას მაღალი რანგის დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან. ნატოს საკითხზე გამომსვლელებს შორისაა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერიც.
დღესვე ამავე ფორმატში, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
რუსეთის მიერ არჩეულ გეოპოლიტიკურ გზაზე, დელეგატებს საქართველოში შეეერთებული შტატების ყოფილი ელჩი-ჯონ ტეფტი მიმართავს.
თურქეთისა და მისი მეზობლების თემაზე კი, მოხსენებით მეზობელი ქვეყნის ელჩი და ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა წარდგებიან. წინა დღის მთავარი თემა-რუსული ოკუპაცია იყო.
იმედი