ამინდი გაუარესდება საქართველოში უახლოესი დღეების პროგნოზი

10 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 აგვისტო +29°C, 11 აგვისტო +22°C, 12 აგვისტო +25°C, 13 აგვისტო +30°C.