ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი – 21 სექტემბერს ჯილდოვდება Business Persona 2019-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მსოფლიო კვირეულის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

ფინალი გაიმართება ქ. ბათუმში 21 სექტემბერს-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „საზღვაო მედიცინის პრესტიჟი 2019“ ჯილდოვდება: „ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“ და მისი დირექტორი: ირაკლი ნარაკიძე. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ბატონ ირაკლის, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი პროფესიონალიზმით, ადამიანურობის მაღალი ზნეობრიობითა და პაციენტებზე ზრუნვით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს, ბატონი ირაკლი ექიმის პროფესიასთან ერთად აჭარის კოლორიტ და პატივსაცემ ადამიანად ითვლება.

ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-ის შესახებ!

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი (შემდგომში ”ცენტრი”) ერთ-ერთი  მაღალრეიტინგული სამედიცინო დაწესერბულებაა  და  იგი  ქ. ბათუმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ცენტრი დაარსებულია 1923 წელს. თავდაპირველად იგი ფუნქციონირებდა როგოგც პოლიკლინიკა, შემდგომში .ბათუმში საზღვაო ინდუსტრიის განვითარებას მოყვა სამედიცინო დაწესებულების განვითარება და პოლკლინიკა გარდაიქმნა „მეზღვაურთა საავადმყოფოდ“, რომელიც ძირითადად მეზღვაურებს, ნავსადგურისა და საზღვაო სფეროში  დასაქმებულ მუშაკებს ემსახურებოდა. ყოფილმა მეზღვაურთა საავადმყოფომ განიცადა სრული რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ,როგორც მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება თავისი ინფრასტრუქტურით.ემსახურება მოსახლეობის ყველა ფენას. ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ აქ შემოსულმა პაციენტმა ჩაიტაროს  მაღალხარისხიანი გამოკვლევა და მკურნალობა, რის შესაძლებლობასაც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იძლევა. ცენტრში დასაქმებულია   10  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

სამედიცინო ცენტრი აქტიურად  მონაწილეობს  სახელმწიფო,მუნიციპალური და სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში, თანამშრომლობს საზღვავო საკრუინგო კომპანიებთან, საზღვავო სავაჭრო ნავსადგურებთან, შპს საქართველოს რკინიგზასთან, ქ.ბათუმში განთავსებულ სასტუმროებთან,  სხვა  მსხვილ სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან.   მინიჭებული აქვს  ISO 9001:2008  სერთიფიკატი.სამედიცინო ცენტრში აღრიცხვაზე  3000-ზე მეტი მეძღვაურია  და მას 2010 წლამდე მინიჭებული ქონდა ექსკლუზიური უფლება მეზღვაური კადრების პროფესიული  შერჩევის, ვარგისიანობის შემოწმებისა და  მათი მომზადებისათვის საზღვაო გადაზიდვების გემებზე სამუშაოდ..

რადგან თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გთხოვთ შევსებული კითხვარი ჩააგდოთ ცენტრალურ ფოეში მოთავსებულ შენიშვნებისა და წინადადებების სპეციალურ ყუთში,

ცენტრის ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა აკრძალულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთან დადგენილი წესები,

ცენტრი მუშაობს ყოველდღე 09-30 საათიდან 17-00 საათამდე.

მათ შორის: საკონსულტაციო დიაგნოსტიკური სამსახური ყოველდღე გარდა კვირისა.

სტაციონარი 24–სათიან რეჟიმით.

სტაციონარში მოთავსებული პაციენტის ვიზიტის დრო განასაზღვრულია 17-00 საათიდან 19-00 საათამდე.

ოპერაციის დამთავრების შემდეგ ცენტრის სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით სათანადო და ამომწურავ ინფორმაციას  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

პაციენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს.

ცენტრი მეზღვაურებს და მათი ოჯახის წევრებს ემსახურება ურიგოდ.

გმადლობთ, რომ   გაეცანით   არსებულ  წესებს  და ირჩევთ ჩვენს კლინიკას.

სს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი -2010 გისურვებთ ჯანმრთელობას.

-ცენტრი მეორე სამედიცინო დაწესებულებაა აჭარაში , რომელსაც გააჩნია რეზიდენტურა. სამომავლოდ რეზიდენტურის მასშტაბები გაფართოვდება, გაიზრდება სამეცნიერო კვლევების მოცულობა რევმატოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში და სხვა.

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010
ქ.ბათუმში, ტაბიძის ქ.#2
ტ. +995 422 242031
Maritime Medical Centre 2010
#2/A Tabidze str., city Batumi
T. +995 422 242031