გაუფასურებული ლარი – გაზზე და დენზე ტარიფები იზრდება

გაზისა და ელექტროენერგიის საფასური შესაძლოა გაიზარდოს. შესაბამსი მოთხოვნა სემეკში ენერგოკომპანიებისგან უკვე შევიდა.

არსებული ტარიფი დაანგარიშებულია ლარის კურსის 2,7 მაჩვენებელზე დღეს კი კურსი 2,97 -ი ლარია.
“თუ მშრალად მივყვებით, ყველა ლოგიკით ტარიფმა უნდა მოიმატოს. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია თავიუფალი ბაზარი, თავისუფალი ტარიფი და ასე შემდეგ. რაც საქართველოს პირობებში ამ ეტაპისთვის შეუძლებელი იქნება. ჩვენ ახლა გაზის კომერციული ფასი ჩავდოთ ტარიფში, ჩათვალეთ რომ ამ გაზის მომხმარებელი ქვეყანას არ ეყოლება”- აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
საკითხზე კომენტარი გააკეთა სემეკის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ. მისი თქმით, დოლარის კურსი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომლის გათვალსიწინეით იცვლება ტარიფები.
“შარშანაც იყო არსებთი ცვლილება კურსის. მოლოდინი იყო რომ სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდებოდა. გასულ მწელს მთავრობამ შეამცირა ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი. რითაც მოხდა კუჯრსის ეფექტის დაბალამსება. ამტომ წლის ბოლომდე რაიმე სახის პროგნოზსს ვერ გავაკეთებთ”- აცხადებს მილორავა.