2019 წლის 11 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი“ გაიმართება საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია. ღონისძიებას ფორუმის 150 წევრი და საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე და ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზებზე.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და შვეიცარიის, შვედეთის, დანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.
დაესწრებიან:
- თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე
- ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში
- არად ბენკო, ავსტრიის ელჩი საქართველოში
- ელიზაბეტ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში
- დანიელმევლი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი
- ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
ჟურნალისტებს ვიწვევთ დასასწრებად:
ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი“, საკონფერენციო დარბაზი „თეთნულდი“, თელავის ქ. 20, თბილისი