ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მაღაზია, რომელიც აქსესუარებით ვაჭრობს მომხმარებლებს სათანადოდ არ ემსახურება!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფს დაუკავშირდა აღელვებული მოქალაქე, რომელმაც ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი უსახელო და უნომრო მაღაზია, რომელიც წვრილმანი აქსესუარებით ვაჭრობს მომხმარებლის უფლებების შელახვაში დაადანაშაულა. მან განგვიცხადა, რომ კონკრეტული „ნაოშნიკი“ გამყიდველს შეენახინა, ანუ გადაადებინა, თუმცა როდესაც მიაკითხა უკვე გაყიდული დახვდა. ხოლო გამყიდველმა მას სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად!

სამწუხაროდ დღეს საქართველოში ასეთი შემთხვევები ხშირია და საბრალო მომხმარებლები, რომლებიც სასურველ პროდუქტში გარკვეულ თანხას იხდიან, ვერ ღებულობენ სამართლიან სერვისს და გარკვეულწილად ისინი უნებურად ხდებიან კონკრეტული არაკეთილსინდისიერი გამყიდველის გუნება-განწყობილებაზე დამოკიდებულნი, ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე მხოლოდ გამოვაქვეყნოთ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ფოტო და გირჩიოთ, რომ ამ ტერიტორიაზე არაფერი შეიძინოთ, რომ არ აღმოჩნდეთ ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში.