უკრაინა გეგმავს კიდევ 113 პატიმარი დაიბრუნოს

უკრაინა გეგმავს კიდევ 113 პატიმარი დაიბრუნოს, რომლებიც სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან. ამის შესახებ РБК-სთან ინტერვიუში უმაღლესი რადას კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
შეკითხვას, თუ რამდენი პატიმრის დაბრუნებას ისურვებდა რუსეთი უკრაინიდან, დენისოვამ არ უპასუხა.