“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის ძალოვნების გაძლიერებას ცდილობს მაგრამ არ გამოუვათ.
“რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ვუყურეთ წინა პრემიერმინისტრს ზარ-ზეიმით რომ დაინიშნა. რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს უბრალოდ არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ასე არ გამოვა. საქართველოში შეიძლება ყველაფერი შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე” – აღნიშნა ხაზარაძემ.