საქართველოში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 5 მაგნიტუდაა.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რუსთავსა და თბილისში, ასევე საგრძნობლად ძლიერი ბიძგები იყო ბათუმშიც
მიწისძვრა საქართველოს დროით 20:22 საათზე დაფიქსირდა.
მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ჯერ უცნობია.