რუსთავში, სოციალურ საცხოვრისში, დროებითი საცხოვრებელი 52 ოჯახს გადაეცემა – ამის შესახებ საკრებულოს სხდომათა დარბაზში განაცხადეს.
სპეციალური კომისიის სხდომაზე, თითოეული ოჯახის საკითხი ინდივიდუალურად განიხილეს და კენჭი უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უარი განაცხადა.
უსახლკარო პირებს დროებით საცხოვრისში ცხოვრების უფლება, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მიეცემათ.
“განვიხილეთ სულ 59 ოჯახის ქულებს და 52 ოჯახს გადაეცემა სოციალურ საცხოვრისში ბინა. კრიტერიუმები მხოლოდ 59 ოჯახმა დააკმაყოფილა. კენჭისყრა იყო დახურული და კოდების უკან არ ჩანდა არცერთის სახელი და გვარი. გადაწყვეტილება მივიღეთ ქულების მიხედვით და მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი ვინ იყო ამ შტრიხკოდების უკან”, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ.
გოჩა ლორიას თქმით, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, ბენეფიციარებს 2 კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, 2019 წლის მარტში დასრულდა. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 800 097 ლარია.
მთავარი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა შერჩევა მოხდა, გარდა სოციალური მდგომარეობისა, რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი იყო (20 წელი). ოჯახი, რომელიც რუსთავის მერიისგან სოციალურ საცხოვრებელ სახლში 30 კვ.მ. ფართს მიიღებს, სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 150 000-ზე ნაკლები, ასევე ქონება არ უნდა უფიქსირდებოდეს ოჯახის რომელიმე წევრს სხვა რეგი
rustavi info