142 მილიონი ბავშვი ცხოვრობს კონფლიქტის ინტენსიურ ზონაში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ ომის გამო 1000 ადამიანი იღუპება;

კონფლიქტებით გამოწვეული ტრავმის გამო მსოფლიოში 24 მილიონ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებებს მოუწოდებენ, უფრო მეტი გააკეთონ ბავშვების დასაცავად, ვინაიდან კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 420 მილიონზე მეტს აღწევს.

რიცხვებში გამოხატული ვითარება კი ასეთია:

– 142 მილიონი ბავშვი ცხოვრობს კონფლიქტის ინტენსიურ ზონაში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ ომის გამო 1000 ადამიანი იღუპება;

– ორი წლის განმავლობაში ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ქვეყნების განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსების მხოლოდ 0.14% იყო მიმართული;

– კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ან კონფლიქტის ზონიდან გადაადგილებულ პირთა 17%-ს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია ბავშვების მძიმე მდგომარეობა იემენსა და სამხრეთ სუდანში, ასევე მიანმარში მცხოვრები როჰინჯა მუსლიმი ბავშვების მდგომარეობა.