სააკაშვილი ოქრუაშვილს: ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში, ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ

ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, 2019 წლის 27 ივლისს  თავდაცვის ყოფილ მინისტრს, “გამარჯვებული საქართველოს” ლოდერ ირაკლი ოქრუაშვილის 20 – 21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.