მომავალ კვირაში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.
„ყველას გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ, რას აკეთებს სახელმწიფო, რას ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.