ავთანდილ წერეთელი ფოტო: IMEDI

ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გირაო მისმა შვილმა, ტვ „პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყო, თუმცა ეს არ არის ტვ „პირველის“ შენობა.

სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ წერეთლის სარჩელი არ მიიღო. გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

imedi.news