, სირიის სამთავრობო ძალების და მათი მოკავშირე რუსეთის ავიაიერიშების სამიზნეები ხშირად სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და ბაზრები ხდება

სირია, აშშ და რუსეთი შესაძლოა სირიაში სამხედრო დანაშაულებს ჩადიან. ამის შესახებ გაეროს სირიაში გამოძიების კომისიის ახალ კვლევაშია ნათქვამი, რომელზეც Reuters-ი წერს.
კერძოდ, გაეროს ექსპერტების თქმით, სირიის სამთავრობო ძალების და მათი მოკავშირე რუსეთის ავიაიერიშების სამიზნეები ხშირად სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და ბაზრები ხდება. მაგრამ მხარეები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს არ იღებენ, რასაც შესაძლოა სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.
ექსპერტები გაუფრთხილებლობაში საერთაშორისო კოალიციის ძალებსაც ადანაშაულებენ აშშ-ს თაოსნობით. კვლევაში წერია, რომ კოალიციის იერიშები ხშირად ზუსტად არ არის გათვლილი და სამხედრო ობიექტების ნაცვლად მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს.
კვლევა 2019 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და სატელიტების მონაცემებს, ფოტო და ვიდეომასალას და 300 თვითმხილველთან ინტერვიუს ეფუძნება.
კონფლიქტი სირიაში უკვე 8 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 13 მილიონს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია