· ნებისმიერი ასაკის ადამიანის უფასო ვაქცინაციას წითელას წინააღმდეგ უზრუნველყოფს სახელმწიფო.
· თუ ხართ 1978 წლის შემდგომ დაბადებული, დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად!
· ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი და აცერით აცრაგამორჩენილი ბავშვები!
· ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო – სააღმზრდელო, პენიტენციურ, თავდაცვის, უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში დასაქმებული 1978 წლის შემდგომ დაბადებული მოქალაქე – სავალდებულოდ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით!
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა.